ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სტუმრად გაცილებით ძლიერია - სტატისტიკური ფაქტები ნაპოლიზე

წლების განმავლობაში „ნაპოლის“ ერთ-ერთ მთავარ პლუსად საკუთარ სტადიონზე მაღალ დონეზე თამაში ითვლებოდა, რასაც წლევანდელ სეზონზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. 49 ქულიდან პარტენოპეიმ 26 სტუმრად, 23 კი „სტადიო მარადონაზე“ გამართულ შეხვედრებში დააგროვა. ამის გათვალისწინებით ლოგიკურია კიდევ ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი - შინაურ არენაზე ნეაპოლელებს ბურთების უარყოფითი შეფარდება აქვთ - 22-23. მაშინ, როდესაც გასვლაზე მეტოქე გუნდების კარი 28-ჯერ აიღეს და 17 ბურთი გაუშვეს.

წლევანდელი სერია A-ს მსვლელობისას მხოლოდ სამჯერ მოხდა ისეთი შემთხვევა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა ზედიზედ სამი თამაში მოიგეს. მესამე-მეხუთე ტურებში კამპანიელებმა მიყოლებით „ლაციოს“, „ფროზინონესა“ და „სასუოლოს“ აჯობეს, მერვე-მეათე ტურებში „ფიორენტინაზე“, „უდინეზეზე“ და „ლეჩეზე“ ძლიერები აღმოჩნდნენ, ხოლო ოცდამერვედან ოცდამეათე ტურის ჩათვლით „ტორინო“, „სასუოლო“ და „იუვენტუსი“ დაამარცხეს.

ყველაზე საინტერესო ფაქტი კი შარშანდელი სეზონის შემდგომ „ნაპოლის“ რეგრესი და „ინტერის“ პროგრესია. წინა გათამაშებაში, ოცდათორმეტი ტურის შემდეგ, ნეაპოლელები მილანელებს 22 ქულით უსწრებდნენ, წელს კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა - ნერიაძური მეტოქეზე წინ 34 ქულითაა და სკუდეტომდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ემპოლისთან 4 ფეხბურთელის გარეშე - ნაპოლის პრობლემები
ემპოლისთან 4 ფეხბურთელის გარეშე - ნაპოლის პრობლემები