ჩავი ერნანდესი, ლუის ენრიკე, რაფინია დიასი
Aa
Aa

5-გოლიანი სპექტაკლი პარიზში - ბარსამ პსჟ დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში პსჟ-მ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 5-გოლიან თრილერში 2:3 დამარცხდა.

პარიზელებმა პირველი ტაიმი პირწმინდად წააგეს. „ბარსამ“ რაფინიას გოლით დამაჯერებელი 45 წუთი ჩაატარა.

შესვენების შემდეგ, ლუის ენრიკემ ტაქტიკური ცვლილება განახორციელა. ასენსიო მოხსნა და უსმან დემბელე მბაპესთან მაქსიმალურად ახლოს დააყენა, მარჯვენა ფლანგზე კი ბრედლი ბარკოლა გაამწესა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო და პარიზელები 3 წუთში დემბელესა და ვიტინიას გოლებით წინ გავიდნენ.

ჩავიმ ენრიკეს უპასუხა და მალევე მოედანზე სერხი რობერტო-იამალის ნაცვლად პედრი-ფელიქსის დუეტი შეუშვა, რამაც კატალონიელთა თამაში დაალაგა.

ზუსტად 1 წუთში პედრიმ ფენომენალური პასით რაფინიას გაატანინა. 77-ზე წუთზე კი 2 წუთის წინ მოედანზე შესულმა კრისტენსენმა კუთხურიდან თავით შეაგდო - 3:2.

17 წლის პაუ კუბარსი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც როდისმე ამ ეტაპზე უთამაშია. გარდა ამისა კუბარსს ლიგაზე წელს სულ 3 მატჩი აქვს გამართული, 2 ნაპოლისთან და 1 პსჟ-სთან, თუმცა მას ჯერაც ვერავინ გასცდა.

განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში, 16 აპრილს ბარსელონაში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანრი: არის ერთი რამ, რასაც ჰოლანდი კარგად ვერ აკეთებს
ანრი: არის ერთი რამ, რასაც ჰოლანდი კარგად ვერ აკეთებს