ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

მაგარი თამაში დაუფასდა | კაკაბაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ საკუთარ კედლებში ბოლოადგილოსან „ლოძს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. კაკაბაძემ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო.

ქართველი მცველის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა. პოლონეთის ექსტრაკლასამ ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და კაკაბაძე საუკეთესოთა შორის მოხვდა. ოთო „კრაკოვიას“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

ცნობისთვის, პირველი გოლი „კაკაბას“ აქტიურობას მოჰყვა. ოთომ თანაგუნდელთან კომბინაცია გაითამაშა და ჩააწოდა, რის შემდეგაც „ლოძის“ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ბენიამინ კალმანმა „კრაკოვია“ დააწინაურა. 77-ე წუთზე, კაკაბაძემ თავად გაიტანა. ქართველმა მცველმა შესანიშნავად იმოქმედა, მეტოქეს ბურთი წაართვა და შორიდან გაისროლა.

კაკაბაძემ მატჩი სრულად ჩაატარა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი შეაგდო, მის გუნდს კი 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთს კი არა 2-3 კედელს აღმართავენ“ | ჟურნალისტი კვარას მომავალზე
„ერთს კი არა 2-3 კედელს აღმართავენ“ | ჟურნალისტი კვარას მომავალზე