თემურ ქეცბაია
Aa
Aa

ქეცბაია: ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთს ძალიან დიდი ძალა აქვს

პირველი არხის სპორტულ გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ამჟამად კვიპროსის ნაკრების ხელმძღვანელი თემურ ქეცბაია ვილი სანიოლის გუნდის ისტორიულ შედეგს შეეხო და ეროვნული ჩემპიონატისთვის მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან დიდი ამბავი მოხდა, რასაც მთელი საქართველო და ქართველი გულშემატკივარი, დიდი ხანია, ელოდება. რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები ამ სიხარულს და ამ გამარჯვებას.

იმედია, ეს ქართულ ფეხბურთში შექმნის იმ ვითარებას, რომ ბევრი რამ გამოვასწოროთ. ჩემი აზრით, ეს წარმატება იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი გამოვასწოროთ.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთს ძალიან დიდი ძალა აქვს. ქუჩაში ამდენ ხალხს ვერავინ გამოიყვანს, ვერც პოლიტიკა და ვერც სპორტის სხვა სახეობა. ამიტომ ვამბობდი, რომ ფეხბურთს მეტი ყურადღება სჭირდება“,

- თქვა ქეცბაიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Repubblica: ნაპოლი ხვიჩას მხოლოდ ამ შემთხვევაში დათმობს
Repubblica: ნაპოლი ხვიჩას მხოლოდ ამ შემთხვევაში დათმობს