აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

რომის პროკურატურამ დე ლაურენტისი დაჰკითხა | მიზეზი ოსიმენის ტრანსფერის საქმეა

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი რომის პროკურატურაში იმყოფებოდა და ჩვენება მისცა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დე ლაურენტისს საკუთარი ადვოკატი, ფაბიო ფულგერი ახლდა და მათ პროკურატურის შენობაში დაახლოებით 2 საათი გაატარეს.

დე ლაურენტისის დაბარების მიზეზი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის საქმეს უკავშირდება და მას თანხის ხელოვნურად გაზრდას ედავებიან. 2020 წელს „ნაპოლიმ“ ნიგერიელი „ლილიდან’’ 71 მილიონ ევროდ შეიძინა. აღნიშნული თანხიდან 50 მილიონი ფრანგულმა მხარემ მიიღო, 21 მილიონად კი ორესტის კარნეზისი, კლაუდი მანცი, ჩირო პალმიერი და ლუიჯი ლიგუორი შეფასდნენ. ესფეხბურთელები ოფიციალურად „ლილის“ წევრები გახდნენ, თუმცა ფრანგულ კლუბში არ უთამაშიათ.

La Repubblica-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისმა სამართალდამცველებს საკუთარი პოზიცია და კონტრარგუმენტები წაუყენა. პროკურატურის ოფისის დატოვების შემდეგ, მას კომენტარი არ გაუკეთებია და ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით სხვა სიახლე ცნობილი არაა.

ავტორიტეტული იტალიური სააგენტოს, ANSA-ს ცნობით, პროკურატურის წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან - რომელ ადგილზეა ხვიჩა
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან - რომელ ადგილზეა ხვიჩა