ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

პრიორიტეტი კვარაცხელიას შენარჩუნება იქნება - დე ლაურენტისის საზაფხულო გეგმები

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნაპოლისთვის“ პრიორიტეტი არა რომელიმე ფეხბურთელის დამატება, არამედ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება იქნება. Tutto Mercato Web-ის ცნობით, პარტენოპეის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას აგენტთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს საიმისოდ, რომ 2027 წლის ივლისამდე მოქმედი კონტრაქტი გახანგრძლივდეს.

ამჟამინდელი მონაცემებით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ყოველწლიური ანაზღაურება მილიონ ოთხას ათას ევროს შეადგენს, რაც კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. ახალი ხელშეკრულების თანახმად კი, კვარაცხელიას შემოსავალი სამჯერ უნდა გაიზარდოს. ამის ალბათობას ისიც ზრდის, რომ გუნდს მეორე ლიდერი ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, რაც ნეაპოლელების სახელფასო ბიუჯეტს განტვირთავს და გუნდს დამატებით ფინანსურ დივიდენდებს მოუტანს.

ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 36 შეხვედრაში 10 გოლი და 6 საგოლე პასია. სერია A-ში კიდევ სამი ბურთის გატანის შემთხვევაში, ხვიჩა შარშანდელ შედეგს გააუმჯობესებს. „ნაპოლი„ იტალიის პირველობის მომდევნო ტურში 7 აპრილს სტუმრად „მონცას“ შეხვდება და მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას და ოსიმენს ენთუზიაზმი მოუკლეს“ - მატრი ნაპოლის პრობლემებზე
„კვარას და ოსიმენს ენთუზიაზმი მოუკლეს“ - მატრი ნაპოლის პრობლემებზე