ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ბიჭებს სიტყვით მიმართა“ | რა უთხრა კვარამ თანაგუნდელებს საბერძნეთთან მატჩამდე

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან პლეი ოფის მოგებულ ფინალამდე გასახდელში მომხდარი საინტერესო ამბავი გაიხსენა, რომლის გმირიც ხვიჩა კვარაცხელია იყო.

„მოედანზე გასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიამ სიტყვა ითხოვა. შევკარით წრე და ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა: ჩემო ძმებო და მეგობრებო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი. შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი აღარ მიეცეთ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ბიჭების პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ“.

ცნობისთვის, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და „ჯვაროსნებმა" ევრო 2024-ის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს, რომელიც 4:2 მოიგეს. ჩვენი ეროვნული გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.

ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩავერთვებით და დორტმუნდში თურქეთს შევხვდებით (20:00), ვილი სანიოლის გუნდი მეორე ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდება. ამ მატჩს ჰამბურგი უმასპინძლებს და მას 22 ივნისს, თბილისის დროით, 17:00-დან ვიხილავთ. მესამე ტურს რაც შეეხება, ჩვენი ბიჭები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გელზენკირხენში 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

წყარო: 1TV.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა“ | ბარახა მამარდაშვილს აქებს
„მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა“ | ბარახა მამარდაშვილს აქებს