ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ასეთი ორგანიზებული გუნდი დიდი ხანია არ მინახავს“ - ნონა გაფრინდაშვილი

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად გასვლა მიულოცა. ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ქართველი ფეხბურთელების თამაში უმაღლეს დონეზე შეაფასა

რა თქვა გაფრინდაშვილმა:

მოედანზე ვნახე საოცრად ორგანიზებული გუნდი და გაოცებული ვარ ვილი სანიოლის მიერ ჩატარებული სამუშაოთი. როგორც ლუქსემბურგთან, ასევე საბერძნეთთან შეხვედრაში თითოეულმა მოთამაშემ ზუსტად იცოდა მატჩის რომელ მონაკვეთში რა უნდა გაეკეთებინა. რა თქმა უნდა იყო, კრიტიკული და რთული მომენტები, მაგრან გუნდურობით, სწორი ანალიზითა და შეცვლებით, მდგომარეობის გამოსწორება ამ შემთხვევაშიც შევძელით. მჯერა, რომ ეს უდიდესი წარმატება ძალიან ბევრ რამეს შეცვლის და საქართველოს ეროვნული ნაკრები გამარჯვების გზას დაადგება.

მსოფლიოს 5-ზის და საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ თამაშის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ნახვა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, სპეციალურად მისთვის დამზადებულ საჩუქარს, მეფის საჭადრაკო ფიგურას ხვიჩას მამას, ბადრის უახლოეს მომავალში გადასაცემს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი: „როდესაც პენალტის დასარტყმელად მივდიოდი, მთელი სტადიონი მღეროდა, ამან კი...“
ქოჩორაშვილი: „როდესაც პენალტის დასარტყმელად მივდიოდი, მთელი სტადიონი მღეროდა, ამან კი...“