საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატი 2024
Aa
Aa

Euro 2024 - რა ეღირება ტურნირის ბილეთები

ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ბუნებრივია, ახლა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების მთავარი ყურადღება ევრო 2024-სკენ იქნება მიმართული.

როგორც ცნობილია, ტურნირი გერმანიაში 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება, საქართველოს ნაკრები კი F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეები პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებები იქნებიან.

UEFA-ს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა მატჩზე დასასწრები ბილეთების შესახებ ინფორმაცია და ფასების შესახებაც დაიწერა.

პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 18 ივნისს, დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გამართავს. ბილეთების ღირებულება 139 ევროდან იწყება, მაქსიმალური ფასი კი 554 ევროა.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგის სტადიონზე ჩეხეთს შეხვდება, ბილეთების ფასი კი 169 ევროდან 4561 ევრომდე მერყეობს.

ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფური ეტაპის დაკსვნით მატჩს 26 ივნისს, გელზენკირხენის „შალკეს“ სტადიონზე ჩაატარებს და ბილეთების ფასები 175 ევროდან 2265 ევრომდე იქნება.

ბილეთების გაყიდვის დაწყების შესახებ ინფორმაცია ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საქართველოს ეროვნული გმირი“ - AS მამარდაშვილზე
“საქართველოს ეროვნული გმირი“ - AS მამარდაშვილზე