ევრო 2024-ის ყველა მონაწილე ცნობილია | როგორი ჯგუფები მივიღეთ
Aa
Aa

ევრო 2024-ის ყველა მონაწილე ცნობილია | როგორი ჯგუფები მივიღეთ

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და მისი ყველა მონაწილე ცნობილია. საქართველოს ნაკრების გარდა, საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალებში თავიანთი შეხვედრები პოლონეთმა და უკრაინამ მოიგეს. უკრაინამ ისლანდიას 2:1 სძლია, პოლონეთმა კი უელსი პენალტების სერიაში დაამარცხა (0:0, 5:4).

A ჯგუფი: გერმანია, შოტლანდია, უნგრეთი, შვეიცარია.

B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ალბანეთი.

C ჯგუფი: სლოვენია, დანია, სერბეთი, ინგლისი.

D ჯგუფი: პოლონეთი, ნიდერლანდები, ავსტრია, საფრანგეთი.

E ჯგუფი: ბელგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, უკრაინა.

F ჯგუფი: თურქეთი, საქართველო, პორტუგალია, ჩეხეთი.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 14 ივნისს დაიწყება და გახსნით მატჩში, გერმანია შოტლანდიას შეხვდება, საქართველოს ნაკრები კი ევრო 2024-ზე 18 ივნისს ჩაერთვება და დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდება. მეორე მატჩს ჩეხეთთან გავმართავთ, მესამეს - პორტუგალიასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განადგურებული ვართ, საქართველოს მოგებას ვულოცავ“ | გუსტავო პოიეტი
„განადგურებული ვართ, საქართველოს მოგებას ვულოცავ“ | გუსტავო პოიეტი