ვილი სანიოლი
Aa
Aa

„3 წლის სამუშაოს შედეგს ვიმკით“ | რა თქვა სანიოლმა მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც 0:0 დასრულდა და „ჯვაროსნებმა“ პენალტების სერიაში მოიგეს - 4:2. ფრანგმა სპეციალისტმა ფეხბურთელებზე დეტალურად ილაპარაკა და განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა.

„შესაძლოა, წარსულში ბევრი ფიქრობდა, რომ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ზუსტად ამის ახსნას ვცდილობდი, რომ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. შესაძლოა, თვეები და წლები დასჭირდეს. მოხარული ვარ, რომ ახლა ეს შეგრძნებები მაქვს, რასაც განვიცდი. სიმართლე გითხრათ, წასვლაზე არც აქამდე მიფიქრია, აქ თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ, რადგან კარგი ხალხით ვარ გარემოცული.

„ფეხბურთელის კარიერისგან განსხვავებით როგორც მწვრთნელს მეტი მოთმინება და მეტი იმედი გჭირდება, რადგან ზოგჯერ გამოგდის, ზოგჯერ არა. ამით განსხვავდება ფეხბურთელისა და მწვრთნელის საქმიანობა. მოთამაშე თავის ქმედებას მყისიერად აფასებს, მწვრთნელს კი ფიქრისთვის მეტი დრო სჭირდება, დღეს 3 წლის სამუშაოს შედეგს ვიმკით და ბედნიერი ვარ ამ ემოციების მიღებით.

ფეხბურთელებს პენალტებთან დაკავშირებით ინდივიდუალურად ვესაუბრე. ქოჩორამ თქვა, რომ პირველი მე დავარტყამო. ქოჩორა ფანტასტიკური ფეხბურთელია. ეროვნულ ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ რაც ქოჩორაშვილი ეროვნულ ნაკრებში პირველად მოხვდა. მაგალითად ლაშა დვალი გუნდში ზოგჯერ თამაშობს, ზოგჯერ არა. დღეს შესანიშნავად ითამაშა. მის მიერ შესრულებული პენალტი მისი დღევანდელი თამაშის ამსახველი იყო.

აუცილებლად მინდა ვთქვა კვეკვესკირზე. ის იყო ადამიანი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ბევრს ტიროდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის სასტარტოში არაა, მან ბოლო პენალტი დაარტყა და კარგი მაგალითი იყო ეს იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი წარსულში დარჩა, დღეს მან ძლიერი მენტალიტეტი აჩვენა''.

ცნობისთვის, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და „ჯვაროსნებმა" ევრო 2024-ის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს, რომელიც 4:2 მოიგეს. ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს და F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„60 000 ვიყავით თერთმეტის წინააღმდეგ“ | რა თქვა კვარამ მატჩის შემდეგ
„60 000 ვიყავით თერთმეტის წინააღმდეგ“ | რა თქვა კვარამ მატჩის შემდეგ