კიდევ ერთი ოლიმპიური ლიცენზია - ლუბა გოლოვინა პარიზში იასპარეზებს
Aa
Aa

კიდევ ერთი ოლიმპიური ლიცენზია - ლუბა გოლოვინა პარიზში იასპარეზებს

ქართველმა ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. მან გერმანიაში გამართულ მსოფლიოს თასის ერთ-ერთ ეტაპზე გამოსვლა დღეს დაასრულა და პარიზის ოლიმპიადისთვის საჭირო ქულები დააგროვა.

ტანვარჯიშში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურები მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, მსოფლიოს თასის ხუთ სხვადასხვა ეტაპზე თამაშდება. მეხუთე ეტაპი და ლიცენზიის მოპოვების ბოლო შანსი კი სწორედ გერმანიაში ჩატარებული შეჯიბრება იყო, სადაც გოლოვინამ უმაღლეს დონეზე იასპარეზა.

33 წლის ლუბა გოლოვინა 2005 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2006 წლის ევროპის პირველობის გამარჯვებულია. მას პეკინისა და რიო დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტყვიის მსროლელთა ისტორიული წარმატება
ტყვიის მსროლელთა ისტორიული წარმატება