ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Whoscored-ის სეზონის გუნდში | კვარას სტატისტიკა 2023/24 წლების სერია A-ში

ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Whoscored-მა, აქამდე გამართულ მატჩებზე დაყრდნობით, სერია A-ს სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ტოპ 11-ში „სკუდეტოს“ მოქმედი მფლობელის, „ნაპოლის“ ერთი ფეხბურთელი მოხვდა და Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„კვარას“ საშუალო შეფასება 7.51 გახლავთ და მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ „ინტერის“ ლიდერს, ლაუტარო მარტინესს აქვს - 7.68. Whoscored-ის სიმბოლურ ნაკრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გააკრიტიკეს ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ კვარაცხელიამ მეორე სეზონი ჩააგდო.

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკაზე Corriere del Mezzogiorno-მაც დაწერა. ნეაპოლურმა გაზეთმა საკუთარ მკითხველს გაუზიარა ფაქტები, რომ მიმდინარე სეზონში „კვარას“ მეტოქეთა კარისკენ ყველაზე მეტჯერ დაურტყამს, ზუსტი დარტყმების მხრივ, მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ლაუტაროს აქვს (38, ხვიჩას 36 აქვს) და ხვიჩას წინააღმდეგ წესები ყველაზე მეტჯერ დაარღვიეს (70).

ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას მონაწილეობა 27 შეხვედრაში აქვს მიღებული და მოედანზე 2179 წუთი გაუტარებია. „კვარას“ ანგარიშზე 10 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა და იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 7-ჯერ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნდობლობას გოლებით პასუხობს - ზივზივაძის შთამბეჭდავი შედეგიანობა
უნდობლობას გოლებით პასუხობს - ზივზივაძის შთამბეჭდავი შედეგიანობა