ხელბურთი, ტიტე კალანდაძე
Aa
Aa

ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები შესარჩევში ცნობილია

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ყველა მეტოქე ცნობილია. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ტიტე კალანდაძის მომზადებული გუნდი მე-3 ჯგუფში ისლანდიის, საბერძნეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 შესარჩევი ეტაპის შეხვედრები 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მაისამდე გაიმართება. თითოეული ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორ-ორი საუკეთესო და რვიდან ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა. ჩვენი ჯგუფის უდავო ფავორიტები ისლანდიელები არიან, მეორე ადგილისთვის კი სავარაუდოდ, ქართველები, ბერძნები და ბოსნიელები იბრძოლებენ.

 სანამ კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მაისში ავსტრიელებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის მატჩებს ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ხელბურთელებმა მათთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე იანვარში იასპარეზეს და ჯგუფში გამართული სამი შეხვედრიდან ერთი მოიგეს, ორში კი დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამხანაგური მატჩი | საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა
ამხანაგური მატჩი | საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა