ჩელსი და სიტი შესაძლოა პრემიერლიგიდან მოკვეთონ
Aa
Aa

ჩელსი და სიტი შესაძლოა პრემიერლიგიდან მოკვეთონ

ბრიტანული The Sun-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ ფინანსური დარღვევებისთვის პრემიერლიგიდან გავარდნა ემუქრებათ.

წყაროს ცნობით, პრემიერლიგის დამოუკიდებელმა კომისიამ კლუბები უკვე გააფრთხილა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაქვეითება არ ასცდებათ.

როგორც მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის საქმის ძიება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და 2023 წელს კლუბი 115 დარღვევაში ცნეს დამნაშავედ, თუმცა „ქალაქელთა“ იურისტებმა განაჩენი გაასაჩივრეს და ამჟამად საბოლოო ძიება მიმდინარეობს.

რაც შეეხება „ჩელსის“, მათ წინააღმდეგ ჯერჯერობით ოფიციალური ბრალდება არ არის. „არისტოკრატებს“ ფინანსური დარღვევები რომან აბრამოვიჩის მმართველობის დროს აღმოუჩინეს.

პრემიერლიგაში მსგავსი საქმეების გამოძიება ახალი არ არის. ფინანსური დარღვევებისთვის „ევერტონს“ უკვე 6 ქულა ჩამოაკლეს, „ნოტინგემს“ კი წინა კვირაში 4 ქულა ჩამოაკლეს.

ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის საქმის ძიება პსჟ-ს წინააღმდეგაც მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ კონკრეტული არაფერი მომხდარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოვაჩიჩი: ახლა ვხვდები რატომაც თვლიან პეპს საუკეთესოდ - რაც მითხა ყველაფერი ახდა
კოვაჩიჩი: ახლა ვხვდები რატომაც თვლიან პეპს საუკეთესოდ - რაც მითხა ყველაფერი ახდა