ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სტატისტიკა არ იტყუება“ | ლუქსემბურგული გამოცემა კვარას დისკვალიფიკაციაზე

ლუქსემბურგულმა გამოცემამ, Le Quotidien-მა 21 მარტს ჩანიშნულ შეხვედრაზე დაწერა, რომელშიც „წითელი ლომი“ საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. Le Quotidien-მა აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა და სტატისტიკაზე ისაუბრა, რომელიც „ჯვაროსნებს“ „კვარასთან“ და მის გარეშე აქვთ.

„ადამიანები იტყუებიან, სტატისტიკა - არა. რადგან ასეა, წითელი ლომისთვის კარგი ამბავია, რომ შეტევაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი აქტივი, ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიცირებულია. მარცხენა გარემარბმა ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრა 2019 წლის 7 ივნისს გამართა. მას შემდეგ, ჯვაროსნებმა 47 მატჩი ჩაატარეს, 28 კვარასთან ერთად, 19 - მის გარეშე და აშკარაა, რომ მისი ყოფნა გუნდზე დადებითად მოქმედებს.

28 მატჩიდან, რომლებშიც კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღო, საქართველომ 15 მოიგო, 7 წააგო, 6-ჯერ კი ფრედ ითამაშა. ნეაპოლელი მარგალიტის გარეშე, ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა. აქედან 2-ჯერ ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც გიბრალტარი და მონღოლეთი არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კვარაცხელიას გარეშე საქართველო 3-4-ჯერ ნაკლებ მატჩს იგებს და 2-ჯერ უფრო მეტჯერ მარცხდება.

რაც მთავარია, როცა კვარადონა არ ჰყავს, საქართველო ნაკლებად სახიფათოა. 19 შეხვედრაში, რომლებშიც ხვიჩა არ იყო, ჯვაროსნებმა მხოლოდ 13 გოლი გაიტანეს და უგოლოდ მოედანი 10-ჯერ დატოვეს. ხვიჩასთან ერთად, ქართველთა ანგარიშზე თითქმის 3-ჯერ მეტი გოლია. სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელმა 42 გოლიდან მონაწილეობა 22-ში მიიღო - 15 გოლი, 7 ასისტი. როცა კვარაცხელია გადამწყვეტი არაა, რაც 7 მატჩში მოხდა, ქართველებისთვის ყველაფერი გართულდა და მათ მხოლოდ ორჯერ იმარჯვეს. გიბრალტართან და ბელარუსთან“, - წერს ლუქსემბურგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის დაპირისპირება 21 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება. აღნიშნულ დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა მერაბ“ | პაულო კოსტამ დვალიშვილის საჭმელი მოიპარა
„მადლობა მერაბ“ | პაულო კოსტამ დვალიშვილის საჭმელი მოიპარა