ნიკოლოზ ზანგალაძე, თორნიკე თულაშვილი, ლევან ბაზაძე
Aa
Aa

მოჭიდავეების 3 მედალი საერთაშორისო ტურნირზე

საქართველოს 23-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სომხეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩემპიონები 57 და 79 კილოგრამ წონით კატეგორიებში შესაბამისად, ნიკოლოზ ზანგალაძე და თორნიკე თულაშვილი გახდნენ. ლევან ბაზაძემ კი, რომელიც 92 კილოგრამში გამოდიოდა, საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

 ჩვენი ქვეყნის ნაკრების წევრების გარდა, ვარდანიანის სახელობის პრესტიჟულ ტურნირში სომხეთის, ირანის, ყაზახეთის, მოლდოვის, იტალიისა და ყირგიზეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ასევე ასპარეზობდა ნეიტრალური გუნდი, რომელიც რუსი და ბელარუსი მოჭიდავეებით იყო დაკომპლექტებული. ქართველი მოჭიდავეები შეჯიბრებისთვის აკაკი კუნჭულიასა და ზვიად გვილიას ხელმძღვანელობით მოემზადნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიდაობის განახლებული მსოფლიო რეიტინგი - ლიდერი ერთი ქართველია
ჭიდაობის განახლებული მსოფლიო რეიტინგი - ლიდერი ერთი ქართველია