ბუდუ ზივზივაძე, კრისტიან აიხნერი
Aa
Aa

მის წინაშე ქედს ვიხრი - კარლსრუეს მწვრთნელმა ბუდუზე ისაუბრა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში „კარლსრუემ’’ შინ „მაგდებურგი’’ 7:0 გაანადგურა. „კარლსრუეს’’ ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და შემდეგ საგოლე პასით თანაგუნდელ პოლ ნებელს გაატანინა.

მატჩის შემდეგ კრისტიან აიხნერმა ქართველ თავდამსხმელზე ისაუბრა.

კრისტიან აიხნერი: „შესაძლოა, ბუდუ იმ პირობით ვათამაშე, რომ გერმანიისკენ მიმავალი გზა დღეს უნდა დაწყებულიყო. ქედს ვიხრი მის წინაშე, რაც „მაგდებურგთან’’ გააკეთა.

ბუდუმ „მაგდებურგთან'' კარგად ითამაშა. მჯერა, ეს საქართველოს ნაკრებისთვის უპირატესობაა. სწორედ ამიტომ, მე შემიძლია მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. გასულ ტურში „კილთან'' მატჩისას ვისუსი ჰქონდა და ჩვენთან ერთად გაემგზავრა გასვლით შეხვედრაზე და შესაძლოა ახლაც ლუქსემბურგთან მატჩზე ფიქრობდა, თუმცა ბრწყინვალედ ითამაშა. მას და მის თანამემამულეებს ამ დიდი მიზნის შესრულებას, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას ვუსურვებ’’.

მატჩის შემდეგ ბუდუ ზივზივაძე სტადიონიდან ტაქსით პირდაპირ აეროპორტისკენ წავიდა და შემდეგ საქართველოში გაემგზავრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფისთვის მზადებას დღეს, 18 მარტს დაიწყებს. ნახევარფინალი საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის 21 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება.

ქართველების გოლები მეორე ბუნდესლიგაში

2002-03 წლების სეზონში ლევან კობიაშვილმა „ფრაიბურგის’’ რიგებში მეორე ბუნდესლიგის 28 მატჩში 10 გოლი შეაგდო. ანალოგიური შედეგი დააფიქსირა ალექსანდრე იაშვილმა 2006-07 წლების სეზონში, როცა 32 მატჩში მის აქტივში 10 გოლი იყო. მეორე ბუნდესლიგაში ქართული რეკორდი ზივზივაძემ გაიმეორა, 24 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო. 30 წლის ფორვარდმა 10-დან 4 გოლი ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ გაიტანა. ასევე, ბუდუს აქტივში 2 დუბლია. მე-14 ტურში „ნიურნბერგთან'' ცვლილებაზე გამოვიდა და გუნდს დუბლით დაეხმარა, „მაგდებურგთანაც'' დუბლი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები