ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საკუთარი ძალების უფრო უნდა ირწმუნოს“ - იტალიური მედიის შეფასება

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „ინტერი“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფრანჩესკო კალცონამ 91-ე წუთზე შეცვალა. შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი შემტევის თამაში შეაფასა.

რას წერენ სააგენტოები:

Eurosport – 5.5 ქულა: ცოტას ეძებდა და მცირედსაც ვითხოვდით. პავარი გააფრთხილებინა, მეორე ტაიმში კი კარისკენ დაარტყა, თუმცა, ზომერმა ბურთი მარტივად დაიჭირა. საკუთარი თავის მოჩვენება იყო.

Sport.Virgilio – 5.5 ქულა: როგორც კი გამოანათა, მაშინვე პავარი გააფრთხილა. ქართველმა საკუთარი ძალების უფრო უნდა ირწმუნოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მისი სათამაშო დონე უფრო აიწევს.

Calcionapoli1926 – 6 ქულა: პოლიტანოს მსგავსად, მეორე ტაიმში გამოანათა რა რამდენიმეჯერ ჰქონდა თამაშის გამწვავების მცდელობა. მაგრამ კაცის მოტყუებას და მახრჩობელა მდგომარეობიდან თავის დაღწევას მუდმივად ვერ ახერხებდა. სამწუხაროდ, მისმა გუნდელებმა კვლავ მარტო დატოვეს.

Tuttonapoli – 6 ქულა: ვერ ახერხებდა ისე გამონათებას, როგორც რამდენიმე კვირის წინ, საუკეთესო საღამოებზე, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ოლივეირასგან ნაკლებ მხარდაჭერას იღებდა.

Calciomercato – 5.5 ქულა: როდესაც თამაშს საკუთარ თავზე იღებდა, „ინტერისთვის“ ყოველთვის საშიშროებას წარმოადგენდა. მაგრამ საკმარისად გამონათება ვერ შეძლო.

ინტერის წინააღმდეგ, ხვიჩას 6-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და აქედან ორჯერ წარმატებული აღმოჩნდა, ბურთს 51-ჯერ შეეხო, 30 პასიდან 26 ზუსტად შეასრულა, აქედან 1 გამამწვავებელი პასი იყო. 14 პოზიციური დუელიდან 8 მოიგო, ბურთი 12-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაჯარიმდა და მეტოქეს ბურთი 2-ჯერ წაართვა.

ხვიჩას ყველა ეპიზოდი ინტერთან:

29 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, „ინტერი“ კი 76 ქულით კვლავ ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გამართავს. 30 მარტს „ნაპოლი„ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის MVP, მოგერიებული პენალტი და 6 სეივი! - მამარდამ ვალენსიას მაინც ვერ უშველა
მატჩის MVP, მოგერიებული პენალტი და 6 სეივი! - მამარდამ ვალენსიას მაინც ვერ უშველა