ნიკოლ ფადეევა, ირინე ჩხეტიანი, ელენე ქათამაძე
Aa
Aa

მოციგურავეების სამი ოქროს მედალი

ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს. ორი სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მოციგურავეები, ნიკოლ ფადეევა, ირინე ჩხეტიანი და ელენე ქათამაძე გახდნენ.

ფადეევამ ლუქსემბურგში იასპარეზა და თავისუფალ პროგრამაში 23 მონაწილეს შორის 42, 89 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩხეტიანმა და ქათამაძემ კი პოლონეთში შესაბამისად, 15 და 12-წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის აჩვენეს საუკეთესო შედეგი.

საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის ქართველი სპორტსმენები ლელა ჩოფიკაშვილისა და სესილი ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით მოემზადნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართული წყვილის წარმატება | მეტელკინა-ბერულავას დუეტი მსოფლიო ჩემპიონია
ქართული წყვილის წარმატება | მეტელკინა-ბერულავას დუეტი მსოფლიო ჩემპიონია