19-წლამდე მამაკაც წყალბურთელთა ნაკრები, ალექსანდრე მიქაუტაძე
Aa
Aa

19-წლამდე წყალბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა, თუმცა სამწუხაროდ, ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. ბოლო ტურში ქართველებმა სლოვენიელები 4-ბურთიანი სხვაობით, 18-14 დაამარცხეს. გამარჯვებულებს შორის კი 5 გოლით საუკეთესო ალექსანდრე მიქაუტაძე იყო.

 სლოვენიელების გარდა ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ასაკობრივი გუნდის მეტოქე შვედები, შვეიცარიელები და თურქები იყვნენ, კონტინენტის პირველობის საგზური კი თურქეთისა და სლოვენიის ეროვნულმა გუნდებმა მოიპოვეს.

 ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ტურში შვეიცარიის გუნდი 22-11 დაამარცხეს, რასაც თურქეთის ნაკრებთან 7-13 წაგება მოყვა. გუშინ კი ჩვენი ქვეყნის გუნდი შვედებთან დაძაბულ ბრძოლაში 10-11 დამარცხდა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი წყალბურთელები მსოფლიოს პრესტიჟულ ტურნირზე
ქართველი წყალბურთელები მსოფლიოს პრესტიჟულ ტურნირზე