ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ხორხე კლიმენტი
Aa
Aa

შეხვდება თუ არა თოფურია მახაჩევს - ილიას მწვრთნელის კომენტარი

შედგება თუ არა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირება ოქტაგონზე? ეს შეკითხვა შერეული ორთაბრძოლების თითქმის ყველა მოყვარულს აწუხებს, რაზეც პასუხის გაცემას ქართველის მთავარი მწვრთნელი ხორხე კლიმენტი ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში შეეცადა.

რა თქვა კლიმენტმა

ილიას ტელეფონით ვესაუბრე, თუმცა იმაზე ნამდვილად არ გვილაპარაკია, თუ ვისთან ბრძოლას ვისურვებდით. პირადად ჩემი აზრი ასეთია - თუ მასთან შესახვედრად კარგად მომზადებული ალექსანდრ ვოლკანოვკის თოფურიამ ასე დაანოკაუტა, ვფიქრობ, რომ ისლამ მახაჩევთან ბრძოლისთვის ახლა საუკეთესო დროა. ილია იმსახურებს, რომ ორი დივიზიონის ჩემპიონის ქამარს ფლობდეს.

27 წლის ილია თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით გახდა, რის შემდეგაც წონის გაუთვალისწინებელ რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა. მასზე წინ ახლა მხოლოდ ალექს პერეირა, ჯონ ჯონსი, ლეონ ედვარდსი და ისლამ მახაჩევი არიან.

 ორშაბათს, 18 მარტს, ილია თოფურია თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვა და UFC-ის საჩემპიონო ქამარს ჩამოიტანს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ირაკლი კობახიძის მოწვევით, ილია თოფურია საქართველოში 18 მარტს ჩამოვა
ირაკლი კობახიძის მოწვევით, ილია თოფურია საქართველოში 18 მარტს ჩამოვა