ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი მოსკოვში | ნოლე შესაძლოა რუსეთი-სერბეთის მატჩს დაესწროს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი შესაძლოა, რუსეთში ჩავიდეს და ამხანაგურ შეხვედრას დაესწროს. 21 მარტს, რუსეთის ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება და მატჩს მოსკოვში მდებარე ლევ იაშინის სახელობის VTB არენა უმასპინძლებს.

Матч ТВ-ის ინფორმაციით, ჩოგბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, „ნოლე“ მოსკოვში ჩავიდეს. სერბულმა წყარომ ცნობილ გამოცემას განუცხადა, რომ რუსულმა მხარემ ჯოკოვიჩის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები განაახლა და მის დაყოლიებას ცდილობს.

ცნობისთვის, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სერბეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც რუსეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2022 წელს, რუსები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან თამაშს აპირებდნენ, მაგრამ ბოსნიელი ფეხბურთელების პროტესტის გამო, მატჩი ჩაიშალა.

სერბეთის შემდეგ, რუსები კიდევ ერთხელ ითამაშებენ. რუსული მხარის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოსკოვში მდებარე „ვითიბი არენაზე“ ითამაშებს და 25 მარტს პარაგვაის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსუქანი და ასაკში შესული მებრძოლი ვეგონე“ | კევინ ჯეიმსმა მერაბთან სპარინგი გაიხსენა
„მსუქანი და ასაკში შესული მებრძოლი ვეგონე“ | კევინ ჯეიმსმა მერაბთან სპარინგი გაიხსენა