ლუჩანო სპალეტი, სიმონე ინძაგი, ენცო ბეარზოტი, ჩეზარე პრანდელი
Aa
Aa

ინძაგი საუკეთესოა - ინტერის მწვრთნელი ენცო ბეარზოტის პრემიის მფლობელი გახდა

 ლეგენდარული ენცო ბეარზოტის რიგით მე-13 პრემიის გამარჯვებული, რომელსაც წლის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელს გადასცემენ, სიმონე ინძაგი გახდა. ბოლო 12 თვის განმავლობაში მისმა მომზადებულმა „ინტერმა“ კოპა იტალია და იტალიის სუპერთასი მოიგო. ასევე ინძაგიმ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა.

 ბეარზოტის სახელობის ჯილდო, რომლის ხელმძღვანელობითაც 1982 წელს იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა, 2011 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას მხარდაჭერით დააფუძნა. მისი პირველი ლაურეატი 13 წლის წინ ჩეზარე პრანდელი გახდა, შარშან კი ლუჩიანო სპალეტი გამოარჩიეს, რომელმაც „ნაპოლის“ სკუდეტო მოაგებინა.

 ჯილდოს ინძაგის 22 აპრილს რომში გადასცემენ. მისი ხელმძღვანელობით მინიმუმ ერთ ტიტულს “ინტერი“ სავარაუდოდ წელსაც მოიგებს, რადგან ჩემპიონატს გათამაშების დასრულებამდე თერთმეტი ტურით ადრე 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მზადაა მოედანზე სპექტაკლები დადგას“ | მარიო რუის კომენტარი ხვიჩაზე
„მზადაა მოედანზე სპექტაკლები დადგას“ | მარიო რუის კომენტარი ხვიჩაზე