ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი ნადალზე: მეშინია, რომ ეს ეპოქის დასასრულია

 ჩოგბურთის გულშემატკივრები ინდიან უელსის ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ, რადგან იყო შანსი, რომ სპორტის ამ სახეობის ორი ლეგენდა ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი ერთმანეთს შეხვედროდნენ, თუმცა ესპანელი ტრავმის გამო შეჯიბრებას ჩაეხსნა.

ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის გადაწყვეტილებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერბმა ჩოგბურთელმა ისაუბრა.

რა თქვა ჯოკოვიჩმა

ფედერერმა კარიერა დაასრულა, ნადალი კიდევ ერთ ტურნირს ვერ ითამაშებს. მეშინია ეს ეპოქის დასასრულს არ ნიშნავდეს. ჩვენ შეგვიძლია გონებაში კარგად ჩავიბეჭდოთ ის მომენტები და რეკორდები, რითაც ჩვენმა სამეულმა თავი ქომაგებს დაამახსოვრა. მე პირადად მახსოვს, რომ დიდი მუზარადის 24 შეჯიბრება მაქვს მოგებული, რაფას - 22. 18 მარტს კი, როგორც მითხრეს, დაიწყება თუ არ ვცდები, რიგით 418-ე კვირა, რომელსაც ATP-ს რეიტინგის სათავეში გავატარებ. 

კარიერის მანძილზე ჯოკოვიჩი და ნადალი 59-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და აქედან 30 მატჩი სერბის გამარჯვებით დასრულდა, რაფამ კი 29 მოიგო. ინდიან უელსის ტურნირს ჯოკოვიჩი ავსტრალიელ ალექსანდრ ვუკიჩთან შეხვედრით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრობლემები გრძელდება - ნადალი ვერც დოჰაში ითამაშებს
პრობლემები გრძელდება - ნადალი ვერც დოჰაში ითამაშებს