რეალი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

პსჟ-ში მბაპეს ვინისიუსი შეცვლის?!

კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლის შემთხვევაში, „პარი სენ-ჟერმენი“ მის ნაცვლად სწორედ სამეფო კლუბიდან ვინისიუს ჟუნიორს დაიმატებს. ინფორმაციას ამის თაობაზე კატალონიური გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივო“ ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელია, მბაპე ძირითადად მარცხენა ფლანგიდან უტევს და ბრაზილიელი ფეხბურთელი მას ამ პოზიციაზე იდეალურად შეცვლის. გარდა ამისა, ფრანგის დამატების შემთხვევაში „რეალი“ ავტომატურად ფინანსურ ფეარ პლეის წესებს დაარღვევს და იძულებული გახდება ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გაუშვას.

 მიმდინარე სეზონში მბაპეს საფრანგეთის ლიგა 1-ში 21 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა შესრულებული. ვინისიუსის ანგარიშზე კი ესპანეთის ლა ლიგაში 9 გოლი და 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაიფციგის ფეხბურთელები: „ვინისიუსი გაძევებას იმსახურებდა“
ლაიფციგის ფეხბურთელები: „ვინისიუსი გაძევებას იმსახურებდა“