ნიუკასლი, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ნიუკასლმა პირველი ნაბიჯი გადადგა | მამარდა პრემიერ ლიგას უახლოვდება

გიორგი მამარდაშვილის დამატება ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს სურს და 23 წლის ქართველი მეკარის სატრანსფერო ბრძოლაში „ნიუკასლი“ დაწინაურდა. წამყვანი ბრიტანული სპორტული გამოცემების ცნობით, ზაფხულში მის დამატებას ყველაზე მეტად სწორედ ჩრდილო-ინგლისური გუნდი შეეცდება.

იანვარში „კაჭკაჭებმა“ სატრანსფერო ბაზარზე ნაკლებად იაქტიურეს და მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ალფი ჰარისონი დაიმატეს. ივლისიდან კი კლუბის ხელმძღვანელები რამდენიმე მოთამაშის ტრანსფერს გეგმავენ და მათ შორის მამარდაშვილია, რომელსაც ნიკ პოუპის ღირსეულ კონკურენტად მიიჩნევენ.

„ვალენსიას“ პრეზიდენტი პიტერ ლიმი თვლის, რომ  ქართველი მეკარე მინიმუმ 30 მილიონი ევრო ღირს და მისი დამატების მსურველ კლუბებს ამაზე ნაკლებად მამარდაშვილს არ დაუთმობს.

„ნიუკასლისთვის“ ქართველი ფეხბურთელები უცხო არ არის - 1997-2000 წლებში ამ გუნდში თემურ ქეცბაია თამაშობდა და 78 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები