გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე, ჰაპოელ იერუსალიმი
Aa
Aa

შერმადინის 7 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „ჰაპოელ“ იერუსალიმს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 95:92 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი შერმადინი, რომელსაც სტატისტიკურად სუსტი მატჩი ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21 წუთი და 56 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში შერმადინმა 7 ქულას, 7 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მასპინძელთა მხრიდან ყველაზე გამორჩეული ბრაზილიელი ჰუერტასი იყო, რომელმაც არასრულ 24 წუთში 24 ქულას, 1 მოხსნას და 6 პასს მოუყარა თავი.

აღსანიშნავია, რომ „ჰაპოელი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „ტენერიფეს“ უშუალო კონკურენტია. ამ მომენტისთვის, ორივე გუნდს 7-7 ქულა აქვს და პირველ ადგილზე „ჰაპოელი“ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტივი გამარჯვება - ბასილაშვილი ტორელოს ტურნირის მერვედფინალშია
მარტივი გამარჯვება - ბასილაშვილი ტორელოს ტურნირის მერვედფინალშია