ბაიერნი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი, ტომას მიულერი, მიკელ მერინო
Aa
Aa

ლოგიკური შედეგები - ბაიერნი და პსჟ მეოთხედფინალში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩებში „ბაიერნმა“ „ლაციოს“ უმასპინძლა, ხოლო „პარი სენ ჟერმენი“ „სოსიედადს“ ესტუმრა.

შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივრებმა უინტერესო დაპირისპირებები იხილეს. ტომას ტუხელის გუნდმა რომაული კლუბი უშანსოდ 3:0 დაამარცხა. ერთადერთი შანსი „ლაციოს“ პირველ ტაიმში ჰქონდა, რა დროსაც ჩირო იმობილემ ნოიერს ახლო მანძილიდან ვერ გაუტანა.

„ბაიერნის“ მხრიდან გოლები ჰარი კეინმა(2) და ტომას მიულერმა გაიტანეს. ამ შედეგით, მიუნხენური გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

არც მეორე მატჩი გამოდგა საინტერესო. ფრანგულ კლუბს პირველი თამაში 2:0 ჰქონდათ მოგებული. ენრიკეს შეგირდებმა საკუთარ კედლებში ამავე რაოდენობის გოლები გაიტანეს, თუმცა განსხვავებით პირველი შეხვედრისგან ერთი გოლი გაუშვეს. ორივე გოლი კილიან მბაპეს ანგარიშზეა, ხოლო ესპანელთა მხრიდან თავი მერინომ გაიტანა.

ცნობისთვის, „პარი სენ ჟერმენის“ „ბაიერნის“ მეოთხედფინალური მეტოქეები წილისყრის შედეგად გაირკვევა.

ბაიერნი - ლაციო 3:0

სოსიედადი - პსჟ 1:2

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შჩესნის კვარას დარტყმის მოგერიება შეეძლო - სებასტიან ფრეი ხვიჩას გოლზე
შჩესნის კვარას დარტყმის მოგერიება შეეძლო - სებასტიან ფრეი ხვიჩას გოლზე