ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რავანელი
Aa
Aa

„კვარაცხელია გრაციოზული იყო“ - იუვეს ლეგენდამ ხვიჩა შეაქო

ტურინის „იუვენტუსის“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, ფაბრიციო რავანელიმ TvPlay-ის ეთერში „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურინული გუნდი მარცხს არ იმსახურებდა.

რას ამბობს რავანელი:

„იუვემ“ სტადიონი იმედგაცრუებულმა დატოვა. მათ დაუმსახურებლად წააგეს მატჩი, რომელშიც სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენეს. ბრემერი და ალექს სანდრო ოსიმენს კარგად აკავებდნენ.

კვარაცხელია კი გრაციოზული იყო. ის შარშანდელ დონეს დაუბრუნდა. ვერ ვიტყვი, რომ მისი გოლი უნდა გასულიყო. შჩესნი ერთი მეტრით წინ რომ მდგარიყო, ამ ბურთის აღებას შეძლებდა.

„ნაპოლიმ“ ამ თამაშში არაფერი დათმო, თუმცა, აშკარაა, რომ ტურინელები სახლში დიდი სინანულით დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 2:! დაამარცხა. ამ მატჩში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ ეფექტური დარტყმით 42-ე წუთზე გახსნა. 81-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი 88-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მირანჩუკი ხვიჩაზე არანაკლებ ნიჭიერია“ - რას ამბობს გიორგი შელია ქართველებზე
„მირანჩუკი ხვიჩაზე არანაკლებ ნიჭიერია“ - რას ამბობს გიორგი შელია ქართველებზე