ენტონი ედვარდსი, კარლ-ენტონი თაუნსი, რუდი გობერი
Aa
Aa

დააგვიანა და სასტარტოში ვერ დაიწყო | უცნაური შემთხვევა მინესოტა-პორტლენდის მატჩში

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანმა, „მინესოტა ტიმბერვულვზმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. „მგლებმა“ საკუთარ კედლებში „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს - 119:114.

„მინესოტას“ სასტარტო ხუთეულში არ იყო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ენტონი ედვარდსი და მის ნაცვლად, ძირითადში ნიკელ ალექსანდერ-უოკერი გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ედვარდსმა პარკეტზე გასვლა დააგვიანა და „ტიმბერვულვზი“ იძულებული გახდა, მის გარეშე დაეწყო.

ედვარდსი გუნდთან ერთად გახურდა, შემდეგ კი გასახდელში შევიდა და ჯერჯერობით უცნობია, პარკეტზე გასვლა რის გამო დააგვიანდა. წესების მიხედვით, მას სასტარტოში მოხვედრის უფლება არ ჰქონდა და თამაშში შეხვედრის დაწყებიდან 35 წამის გასვლის შემდეგ ჩაერთო.

ედვარდსმა მატჩი 13 ქულით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 4 მოხსნით დაასრულა. „მინესოტას“ რიგებში საუკეთესო რუდი გობერი იყო - 25 ქულა, 16 მოხსნა, 3 დაფარება. მაიკ კონლის 19 ქულა ჰქონდა, კარლ-ენტონი თაუნსს - 14. „პორტლენდის“ მხრიდან 34 ქულითა და 14 ასისტით ანფერნი სიმონსი გამოირჩა. დუოპ რითმა 26 ქულა გააკეთა.

ცნობისთვის, „მინესოტას“ 43 მოგება და 19 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში პირველი გახლავთ. „ტიმბერვულვზი“ მომდევნო შეხვედრას 8 მარტს, „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა-ოსიმენის დუეტი დამატებითი ღირებულება უნდა იყოს“ - ემანუელე ჯაკერინი
„კვარა-ოსიმენის დუეტი დამატებითი ღირებულება უნდა იყოს“ - ემანუელე ჯაკერინი