იუვენტუსი, ნაპოლი
Aa
Aa

ნაპოლი VS იუვენტუსი - ისტორიული ფაქტები მატჩიდან

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გამოცემა Opta აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით საინტერესო და ისტორიულ ფაქტებს გვთავაზობს.

სერია ა-ში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ საკუთარ კედლებში ზედიზედ 5-ჯერ დაამარცხა და ეს „პარტენოპეის“ ისტორიაში პირველად მოხდა.

რაც შეეხება „იუვენტუსს“, „ბებერმა ქალბატონმა“ ზედიზედ 5-ჯერ ერთი და იგივე გუნდთან გასვლითი მატჩი ისტორიაში მეორედ წააგო. პირველად ეს 1960/1964 წლებში „ფიორენტინას“ წინააღმდეგ მოხდა.

ამ წაგების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი სერია ა-ს ამჟამინდელ ლიდერს „ინტერს“ 12 ქულით ჩამორჩა, თანაც ისე, რომ „ნერაძურის“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ნაპოლი“ კი ამ გამარჯვებით 43 ქულით მე-7 ადგილზე აღზევდა. ცნობისთვის, აღნიშნულ მატჩში მასპინძელთა მხრიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ჯაკომო რასპადორიმ გაიტანეს.

ხვიჩას ყველა მომენტი „იუვენტუსთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჟესტი, რომელმაც ტიფოზებს იმედი ჩაუსახა“ | Gazzetta ხვიჩას აღნიშვნაზე
„ჟესტი, რომელმაც ტიფოზებს იმედი ჩაუსახა“ | Gazzetta ხვიჩას აღნიშვნაზე