გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„პენალტის დარტყმისას არ ვნერვიულობდი, ეს მოგება დაგვეხმარება“ | მიქაუტაძე ნანტთან მატჩზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. მიქაუტაძემ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და მატჩის შემდეგ, Le Républicain Lorrain-ს ესაუბრა.

„დიახ, მოგებას დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით და გამარჯვება კარგი შეგრძნებაა. შესანიშნავად ვითამაშეთ და ვფიქრობ, 3 ქულის აღებას ვიმსახურებდით. ჩვენი თამაშის ჩვენება უნდა განვაგრძოთ და შედეგით კმაყოფილი ვართ.

ნანტის სუსტი წერტილები ბრწყინვალედ გამოვიყენეთ. კონტრშეტევებზე კარგად ვითამაშეთ და პენალტი მოვიპოვეთ. ბევრი მომენტი გვქონდა და საბოლოოდ, მეორე გოლიც გავიტანეთ. მეცს ბოლო ორი თერთმეტმეტრიანი გაფუჭებული აქვს და ვნერვიულობდი თუ არა? არა, ვიცოდი, როგორ უნდა დამერტყა და ჩემი თავის მჯეროდა.

ნანტთან მოგებული შეხვედრა ძალიან დაგვეხმარება და თვითრწმენას გაგვიძლიერებს. ჩვენი მიზანი გასავარდნი ზონიდან ამოსვლაა და ახლა მთლიანად მომდევნო შეხვედრაზე ვართ ორიენტირებული. გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ და კარგი განწყობა დაგვიბრუნდა“.

ცნობისთვის, „მეცს“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლოსწინა, მე-17 პოზიციას იკავებს და მე-16 ადგილოსან „მონპელიეს“ 3 ქულით ჩამორჩება. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 მარტს, საქართველოს დროით 18:00 საათზე „კლერმონთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერგონცი: კამბიასო კვარას იჭერს, ეს პენალტია, საქმეში VAR-ი უნდა ჩართულიყო
ბერგონცი: კამბიასო კვარას იჭერს, ეს პენალტია, საქმეში VAR-ი უნდა ჩართულიყო