ბარსას სახელფასო ბიუჯეტის 200 მილიონით შემცირება მოუწევს - 3 ვარიანტი
Aa
Aa

ბარსას სახელფასო ბიუჯეტის 200 მილიონით შემცირება მოუწევს - 3 ვარიანტი

„ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დიდ მიზნებს ისახავს, თუმცა მათ შესასრულებლად რთული ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ.

თუ, „ბლაუგრანას“ ტრანსფერების განხორციელება და ახალწვეულების დარეგისტრირება სურს, მათ სახელფასო ჭერო 200 მილიონი ევროთი უნდა შეამცირონ, ან კლუბის შემოსავალი გაზარდონ.

კლუბი კომპანია ლიბეროსგან 40 მილიონი ევროს მიღებას ელოდება, რომელიც „ბარსა სტუდიოს“ წილის გაყიდვიდან უნდა მიიღონ. თუმცა ფული ამ დრომდე არ ჩარიცხულა. ამ მომენტისთვის საქმე სასამართლოშია გადაცემული და ყველაფერი იქ გადაწყდება.

ამ მხრივ, „ბარსელონა“ სამ „ბერკეტს“ ითვლის: „კამპ ნოუს“ გახსნას რეკონსტრუქციის შემდეგ, ტექნიკურ სპონსორთან არსებული კონტრაქტიდან შემოსავლის გაზრდას და ფეხბურთელების გაყიდვას. ამ კომპონენტებზეა დამოკიდებული კლუბის ეკონომიკური მომავალი და ყველა ტრანსფერი.

20 თებერვალს „ბარსელონას“ ხელფასის ახალი ლიმიტი დაუწესდა - 204 მილიონი ევრო. სეზონის დასაწყისში ლიმიტი 270 მილიონი ევრო იყო. კლება ხდება იმის გამო, რომ „ბარსამ“ ვერ შეძლო მნიშვნელოვნად შეემცირებინა მოთამაშეთა ხარჯები და ასევე წლის განმავლობაში მიიღო მეტი ხარჯი და ნაკლები შემოსავალი, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კლუბმა ახლა უნდა შეამციროს სახელფასო ჭერი დაახლოებით 200 მილიონი ევროთი, რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნები, რადგან „ბლაუგრანა“ ამჟამად ხელფასებში დაახლოებით 400 მილიონს ხარჯავს.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, „ბარსელონას“ სამი ვარიანტი რჩება.

თუ სამშენებლო სამუშაოები დროულად დასრულდება, გუნდი ნოემბერში „კამპ ნოუზე“ დაბრუნებას შეძლებს. ეს გამოიწვევს ბილეთების, აბონემენტების, პარკინგის ადგილების გაყიდვების ზრდას, ასევე სტადიონის მუზეუმსა და საკლუბო მაღაზიებში გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს. ახლა, როცა „ბარსა“ ოლიმპიურ სტადიონზე თამაშობს, ეს შემოსავალი დაბალ ნიშნულზეა.

თუ „კამპ ნოუზე“ დაბრუნების გეგმა წარმატებით განხორციელდება, კლუბი ტექნიკურ სპონსორთან კონტრაქტის მეშვეობით მეტის გამომუშავებას შეეცდება.

გარდა ამისა, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად „ბარსელონამ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაყიდოს, თუმცა ეს ვარიანტი ჯერ არ განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსაჯმა მოგების საშუალება არ მოგვცა“ - რეალის განცხადება
„მსაჯმა მოგების საშუალება არ მოგვცა“ - რეალის განცხადება