ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

ქართული წყვილის წარმატება | მეტელკინა-ბერულავას დუეტი მსოფლიო ჩემპიონია

ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში, იუნიორ მოციგურავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართულმა წყვილმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

მეტელკინასა და ბერულავას დუეტმა მოკლე პროგრამაში 71.53 ქულა მიიღო და თავისუფალ პროგრამას პირველი ადგილით შეხვდა. ქართულმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 107.79 ქულა დაიმსახურა. ტექნიკურ ელემენტებში 48.72 დაუწერეს, კომპონენტებში 60.07, 1 ქულა კი დააკლდათ. საერთო ჯამში, მათ 179.32 ქულა დააგროვეს და ოქროს მედლები აიღეს.

ცნობისთვის, მეორე ადგილზე აშშ-ს წარმომადგენლები, ოლივია ფლორესი და ლუკ უანგი გავიდნენ - 166.89 ქულა. ბრინჯაოს მედლები ასევე ამერიკელებმა დაისაკუთრეს და მესამე პოზიცია უილიამსი/ლიუერის წყვილმა მოიპოვა - 146 ქულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველამ იცეკვა, თუმცა, გამორჩეული ორი სოლისტი იყო“ - Gazzetta კვარა-ოსიმენზე
„ყველამ იცეკვა, თუმცა, გამორჩეული ორი სოლისტი იყო“ - Gazzetta კვარა-ოსიმენზე