გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო, მარკელ ფულტცი, კოულ ენტონი, დენის შროდერი, მორიტც ვაგნერი
Aa
Aa

ისევ სათადარიგოთა სკამზე | ბითაძის ორლანდომ ბრუკლინ ნეთსი გაანადგურა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში 33-ე გამარჯვება იზეიმა და „ბრუკლინ ნეთსი“ დაამარცხა. ფლორიდელებმა საკუთარ კედლებში იასპარეზეს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, პაოლო ბანკეროს არყოფნის მიუხედავად, „ნეთსი“ 108:81 გაანადგურეს.

„ატლანტასთან“ გამართული მატჩისგან განსხვავებით, „ბრუკლინის“ წინააღმდეგ გოგამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. ქართველი ცენტრი თამაშში მაშინ ჩაერთო, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და პარკეტზე 7 წუთი და 12 წამი გაატარა. ბითაძის ანგარიშზე 3 ქულა და 1 მოხსნა იყო. გოგამ 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მის პასივში კი 1 დაკარგვა და 3 ჯარიმა გახლდათ.

„ორლანდოს“ ძმებმა ვაგნერებმა ულიდერეს. ფრანცმა თავი 21 ქულით, 5 მოხსნითა და 5 ასისტით გამოიჩინა, მორიცმა კი 16 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა. ვენდელ კარტერ ჯუნიორს 10 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა, კოულ ენტონიმ და მარკელ ფულტცმა 12-12 ქულა გააკეთეს. „ბრუკლინის“ მხრიდან ყველაზე მეტი ქულა დენის შრიოდერმა ჩააგდო - 15.

„ორლანდოს“ 33 მოგება და 26 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „იუტა ჯაზია“, რომელსაც 1-ელ მარტს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საქართველოს ნაკრების იქს-ფაქტორი“ - FIBA გიორგი ოჩხიკიძეზე
“საქართველოს ნაკრების იქს-ფაქტორი“ - FIBA გიორგი ოჩხიკიძეზე