მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

ბრიტანული მედია: მანჩესტერი ზაფხულში 10 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

ბრიტანული Daily Mail იუწყება, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მასობრივი წმენდა იგეგმება. „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობას სურს, რომ სახელფასო ლიმიტი გაათავისუფლოს და ფინანსური ფეარ პლეი არ დაარღვიოს.

ამის მთავარი კანდიდატი ანტონია, რომელიც „იუნაიტედმა“ 18 თვის წინ 86 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. ბრაზილიელის ტრანსფერმა არ გაამართლა და ახლა ინგლისური გუნდი იძულებულია გაყიდოს.

წყაროს ცნობით, წამსვლელთა სიაში სხვა ხმაურიანი სახელების მქონე ფეხბურთელები არიან. საუბარი კაზემიროზე, სანჩოზე, გრინვუდზე, ვან ბისაკაზე და ლინდელოფზეა.

გარდა ამისა, „მანჩესტერი“ განიხილავს იმ ფეხბურთელების გაყიდვას, რომლებიც ახლა იჯარის წესით არიან განათხოვრებული. ვან დე ბეეკი, ფაკუნდო პელისტრი, ჰანიბალ მეჯბრი და ალვარო ფერნანდესი. დღის წესრიგში დგას ვარანის და მარსიალის წასვლა, რომლებსაც კონტრაქტი ეწურებათ.

გაყიდული ფეხბურთელებიდან, „იუნაიტედი“ დიდ თანხას მიიღებს. ხელმძღვანელობის მიზანი ახალი გუნდის მშენებლობაა. თუ Daily Mail-ს დავუჯერებთ, ერიკ ტენ ჰაგს მაქსიმალურად ნდობას უცხადებენ და ტრანსფერები მისი ხელმძღვანელობით გაკეთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას უარი Netflix-ს - მესტალიაზე ვინისიუსზე ვერ გადაიღებენ
ვალენსიას უარი Netflix-ს - მესტალიაზე ვინისიუსზე ვერ გადაიღებენ