ვალენსია, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ვალენსიას უარი Netflix-ს - მესტალიაზე ვინისიუსზე ვერ გადაიღებენ

ვინისიუს ჯუნიორი, რომ „მესტალიაზე“ დიდად არ უყვართ ეს ახალი არავისთვის არის. მიმდინარე სეზონში, Netflix ბრაზილიელ სუპერვარსკვლავზე დოკუმენტურ ფილმს იღებს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, „ვალენსიამ“ Netflix-ს ვინისიუსის დოკუმენტური ფილმის „მესტალიაზე“ გადაღება აუკრძალა.

კლუბმა ბევრჯერ უარყო Netflix-ის თხოვნა უგო დუროსთან ინტერვიუს ჩაწერაზე.  ისინი ვერ ხედავენ აზრს, თუ რატომ უნდა ჩაიწერონ კამერებმა მათი ტრიბუნები 90 წუთის განმავლობაში.

Netflix-მა ამ საკითხთან დაკავშირებით ლა ლიგას მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ლა ლიგა მხარს „ვალენსიას“ უჭერს.

Relovo-ს ინფორმაციით, სეზონის დაწყების წინ, „ღამურებთან“ აბსოლუტურად ყველა დეტალი შეთანხმებული იყო, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ ახლა აზრი შეიცვალა და მტკიცე უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სუპერძალები დაკარგა“ | Corriere dello Sport-ის სტატია კვარაზე
„სუპერძალები დაკარგა“ | Corriere dello Sport-ის სტატია კვარაზე