ტყვიის სროლა
Aa
Aa

მეორე ოქრო! - ტყვიის მსროლელთა მორიგი წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

დღევანდელი საშეჯიბრო დღის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამ ფროდიაშვილმა, მარიამ აბრამიშვილმა და სალომე ფროდიაშვილმა იასპარეზეს, თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გასვლა მხოლოდ ფროდიაშვილმა შეძლო და ოქროს მედალსაც დაეუფლა. ამის მიუხედავად, აბრამიშვილსაც და სალომე ფროდიაშვილსაც მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, რაც ჩვენს გუნდს საერთო ჩათვლაში პირველი ადგილის დაკავებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

ახალგაზრდა ტყვიის მსროლელებმა 1695 ქულა დააგროვეს და გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველოს ნაკრებმა მეორადგილოსან იტალიას 14 ქულით გაუსწრო, მესამეზე კი 1677 ქულით გერმანია გავიდა.

საგულისხმოა, რომ მარიამ ფროდიაშვილისთვის მიმდინარე ტურნირზე ეს უკვე მეორე ოქროა და ახალგაზრდა ტყვიის მსროლელი მესამე ოქროს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები