არსენალი, ჩელსი, ნაპოლი, პსჟ, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

პსჟ, ჩელსი, არსენალი - ოსიმენისთვის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს

ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ დატოვებს. მისი ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია.

ნიგერიელი თავდამსხმელის გადაბირებით „არსენალი“, „ჩელსი“ და „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა ისაუბრა.

ჯეიკობსი:

„ჯერჯერობით „არსენალი“ არ უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა „პარი სენ ჟერმენი“ ყველაზე დიდ ყურადღებას იჩენს და კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ, სახელფასო ჭერს გამოათავისუფლებს.

მიუხედავად ამისა, ვიქტორის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია. მას სურს, რომ კვირაში 250 000 ევრო გადაუხადონ და ეს თანხა ჩამოთვლილი კლუბებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.“

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი „ნაპოლის“ 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, ოსიმენმა „პარტენოპეის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 121-ჯერ მოირგო, 69 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპი: “არ უნდათ, რომ ლივერპულმა წელს 4 ტიტული მოიგოს“
კლოპი: “არ უნდათ, რომ ლივერპულმა წელს 4 ტიტული მოიგოს“