ხვიჩა კვარაცხელია, რობერტო დე ძერბი
Aa
Aa

ბარსელონა დე ძერბის დაუკავშირდა - იტალიელმა კვარას ყიდვა მოითხოვა

ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, „ბარსელონა“ მომავალი სეზონიდან „ბრაიტონის“ იტალიელი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის დანიშვნით არის დაინტერესებული.

გამოცემა ამტკიცებს, რომ კატალონიელები უკვე დაუკავშირდნენ იტალიელი სპეციალისტის გარემოცვას და მათი პირობები მოისმინეს. Calciomercato წერს, რომ დე ძერბიმ „ბლაუგრანას“ ორი ფეხბურთელის ყიდვა მოსთხოვა, მათ შორის ერთ-ერთი კი „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაა.

რა წერია Calciomercato-ს სტატიაში:

რობერტო დე ძერბინი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო პროგრესირებადი მწვრთნელია. მისი წარმატებული თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია „ბარსელონას“ და მის გარემოცვასთან პირველი კონტაქტიც დაამყარა. დღეისთვის, დე ძერბი „ბარსელონასთვის“ ნომერ პირველი სამიზნეა. მისი პროფილი ბრწყინვალედ შეეფერება კატალონიური კლუბის ფილოსოფიას, თუმცა, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელებს სატრანსფერო ბაზარზე იტალიელი მწვრთნელის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს. ამჟამად „ბრაიტონის“ მწვრთნელმა კატალონიურ გუნდს უკვე მოსთხოვა ორი ფეხბურთელის შეძენა.

პირველი მოთამაშე, რომელიც დე ძერბიმ „ბარსელონას“ მოსთხოვა, ხვიჩა კვარაცხელიაა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი დღეისთვის, ევროპის მასშტაბით ას ყველაზე დაკვირვებად თავდამსხმელს შორისაა. „ბლაუგრანაში“ ის დე ძერბის სათამაშო სტილს ბრწყინვალედ მოერგება.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლისკენაც დე ძერბიმ კატალონიელებს მიუთითა, სენეგალური წარმოშობის ბელგიელი ნახევარმცველი, ამადუ ონანაა. 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელი ინგლისში, „ევერტონში“ თამაშობს და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. იმ შემთხვევაში, თუ დე ძერბი მომავალ სეზონში „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გახდება, დიდი შანსია ონანა და კვარაცხელია „ბლაუგრანაში“ აღმოჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინტროვერტია, ბევრს არ ლაპარაკობს, თუმცა...“ - კალცონამ კვარაზე ისაუბრა
„ინტროვერტია, ბევრს არ ლაპარაკობს, თუმცა...“ - კალცონამ კვარაზე ისაუბრა