ანტონიო კონტე, მიუნხენის ბაიერნი, ტომას ტუხელი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

თუ ალონსო გამოირიცხება - ბაიერნის პრიორიტეტი კონტე იქნება

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტომას ტუხელი მიუნხენის „ბაიერნს“ დატოვებს. „რეკორდმაისტერს“ არაერთი სპეციალისტი დაუკავშირეს. ერთ-ერთი კი ანტონიო კონტეა, თუმცა არის იტალიელი მიუნხენური გრანდის გაწვრთნის რეალური კანდიდატი?

ბევრისთვის ტუხელის გადაყენების ინფორმაცია მოულოდნელი იყო, თუმცა ლოგიკურად, თუ შევხედავთ გასაკვირი ნამდვილად არ არის. გერმანელ მწვრთნელს ფეხბურთელებთან ურთიერთობა აერია, ბოლო სამი მატჩი კი წააგო. მათ შორის ბუნდესლიგის ლიდერ „ბაიერთან“ და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლაციოსთან“.

„რეკორდმაისტერის“ გაწვრთნის კანდიდატად ჩაბი ალონსოსაც მოიაზრებენ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ლევერკუზენის დირექტორმა განაცხადა, რომ ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი „ბაიერში“ რჩება. „ბაიერნის“ პარალელურად ჩაბისთვის „ლივერპულიც“ იბრძვის.

რაც შეეხება კონტეს, მას იტალიიდან წასვლა არ სურს, მაგრამ, თუ Football Italia-ს დავუჯერებთ, საზღვარგარეთის მსუყე პროექტი მიმზიდველად გამოიყურება. მიუხედავად ამისა, „ბაიერნის“ პრიორიტეტად მაინც ალონსო რჩება, კონტე კი გეგმა ბ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირადი დაცვა დაიქირავა - ტრენტს სექსუალური მანიაკი დასდევს
პირადი დაცვა დაიქირავა - ტრენტს სექსუალური მანიაკი დასდევს