პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: სიტის შემდეგ ნაკრებში მუშაობა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა მინდა

პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ მას მომავალში ეროვნულ ნაკრებში მუშაობა სურს.

ამასთან ერთად „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სხვადასხვა სამომავლო მიზნებიც დაასახელა.

„ეროვნული ნაკრები. მსურს გუნდს მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატზე გავუძღვე. მე ეს ნამდვილად მინდა.

არასოდეს მიფიქრია ამაზე ასე (მუნდიალის მოგების მიზანი). როცა მუშაობა დავიწყე, არც ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი: „სამუშაო მაქვს? ეს უკვე კარგია.

მსურს მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროსა თუ კოპა ამერიკაზე გუნდი მყავდეს, რომელიმე ამ ტურნირზე მუშაობის გამოცდილება მივიღო.

არ ვიცი, როდის მოხდება ეს - 5, 10 თუ 15 წელიწადში. მაგრამ მე მსოფლიო ჩემპიონატზე მინდა.

არ ვიცი კონკრეტულად რომელ ნაკრებში მინდა მუშაობა. ვის სურს ჩემი დანიშვნა?! ნებისმიერ ეროვნულ ნაკრებთან მუშაობისთვის საჭიროა გქონდეს სურვილი და გყავდეს მსურველი, ისევე როგორც კლუბებში“,

- თქვა გუარდიოლამ, რომლის კონტრაქტი მანჩესტერ სიტისთან 2025 წლამდეა ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარტო, ყველას წინააღმდეგ“ - კვარას იტალიური მედია აფასებს
„მარტო, ყველას წინააღმდეგ“ - კვარას იტალიური მედია აფასებს