ჩავი ერნანდესი, ტიერი ანრი
Aa
Aa

„პეპის შემდეგ მეორე ხარ“ - ანრის გამხნევება და ჩავის პასუხი

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და „ბარსელონას“ ყოფილმა შემტევმა, ტიერი ანრიმ CBS Sorts-ის ეთერში „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ „ბლაუგრანას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი დაიცვა და გაამხნევა.

რა უთხრა ანრიმ ჩავის:

გაოცებული ვარ შენს მიერ შესრულებული სამუშაოთი. არ მაინტერესებს ხალხი რას იტყვის. შენ ლა ლიგა მოიგე და ამით უნდა იამაყო.

კარგად გიცნობ და ძალიან ამაყი ვარ, რომ შენთან ერთად შევძელი სპორტის ამ სახეობის გაზიარება. „ბარსაში“ ბევრი რამ მასწავლე. ყოველთვის მემახსოვრება ის დღე, როდესაც გამაჩუმე და მითხარი: „როცა „ბარსელონასთან“ ერთად რაღაცას მოიგებ, ილაპარაკებ და მერე მიხვდები, რას ნიშნავს ეს კლუბი“. მადლობა ამისთვის.

ჩემთვის, შენი ტვინი მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვიცნობ, შენზე მაღლა კი მხოლოდ პეპი დგას, იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უყურებს ფეხბურთს.

ასე რომ, იმედია „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ საქმეს მალე დაუბრუნდები. ვიცი, რომ სეზონი კიდევ წინ გაქვთ და ამ პერიოდში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგად იცი, რაზეც ვსაუბრობ. ასე რომ, სწრაფად დაბრუნდი!

ტიერი ანრის მიმართვას ჩავი ერნანდესმა მალევე უპასუხა. ესპანელმა სპეციალისტმა ასეთი მიმართვა გაავრცელა:

„ტიტი, ნამდვილად ვაფასებ შენს სიტყვებს. იცი, ძალიან მიყვარხარ. „ბარსაზე“ დიდი გავლენა მოახდინე და ძალიან დაგვეხმარე. შესანიშნავი მეგობარი ხარ“, - განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში „ბარსელონამ“ სტუმრად „ნაპოლისთან“ ფრედ, 1:1 ითამაშა. რაც შეეხება „ბლაუგრანას“ სეზონს, ჩავის გუნდი კოპა დელ რეიდან გამოვარდა, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში კი 54 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩება. აქვე გეტყვით, რომ ჩავი ერნანდესმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მოგებას ვიმსახურებდით“ - ჩავი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ
“მოგებას ვიმსახურებდით“ - ჩავი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ