ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თუ ბარსაში გადავა, მთელი საქართველო გადაჰყვება“ - დემეტრაძე კვარაზე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელი, გიორგი დემეტრაძე „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ თამაშამდე ცოტა ხნით ადრე რუსულ Championat.com-ს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ „ბლაუგრანაში“ გადასვლის შემთხვევაში ხვიჩას მთელი საქართველო უგულშემატკივრებს.

რას თქვა დემეტრაძემ ბარსელონასთან მატჩამდე:

დღევანდელ მატჩს მთელი საქართველო ელოდება. გვჯერა, რომ „ნაპოლი“ გაიმარჯვებს. უნდა მოიგონ, რადგან „ბარსელონა“ საუკეთესო ფორმაში არ არის. არ მჯერა იმ ჭორების, რომ ხვიჩა შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს, მაგრამ დღეს „ნაპოლის“ ვგულშემატკივრობთ და თუ კვარაცხელია „ბარსელონაში“ გადავა, მაშინ მთელი საქართველო მისკენ გადაჰყვება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გადადის, თუ არა.

„ნაპოლის“ ახლა მცირე ვარდნა აქვს, მაგრამ ხვიჩა ბოლო თამაშებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, გუნდი კი პირიქით. დღევანდელ მატჩში ხვიჩას ინდივიდუალურ თამაშზე ბევრი იქნება დამოკიდებული.

როგორც უკვე გითხარით, გიორგი დემეტრაძემ ეს კომენტარი „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩის დაწყებამდე გააკეთა. რაც შეეხება შეხვედრას, ის ფრედ, 1:1 დასრულდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მოედანი 68-ე წუთზე დატოვა, როდესაც ანგარიში „ბლაუგრანას“ სასარგებლოდ 0:1 იყო. „ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა კვარას მაგივრად მოედანზე ლინდსტრომი შემოიყვანა. „პარტენოპეიმ“ მატჩის გადარჩენა 75-ე წუთზე, ოსიმენის გოლის წყალობით შეძლო. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 12 მარტს, ბარსელონაში გაიმართება.

ნაპოლი 1:1 ბარსელონა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპელო კვარაზე: ფეხბურთელმა ასეთი ჟესტები არ უნდა აკეთოს
კაპელო კვარაზე: ფეხბურთელმა ასეთი ჟესტები არ უნდა აკეთოს