ბარსელონა, ბაიერნი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ბაიერნში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგია - ფლიკს მხოლოდ ბარსა უნდა

დღეს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მიუნხენის „ბაიერნს“ ტომას ტუხელი დატოვებს.

რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. მიუნხენური გრანდის ჩაბარებას კვლავ ჰანსი ფლიკს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა გერმანულმა მედიამ ეს ინფორმაცია უარყო.

ვიგებთ, რომ ფლიკი „ბაიერნში“ დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგია და მისი ინტერესი მხოლოდ კატალონიის „ბარსელონაში“ მუშაობაა.

თავის მხრივ, მიმდინარე წლის ივნისში, „ბლაუგრანას“ ჩავი ერნანდესი დატოვებს და ჰანსი მისი შეცვლის მთავარი კანდიდატია.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუნდეს ნაკრების ყოფილ დამრიგებელს „ბარსელონაში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაყვანა სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე, ილია თუ ნადალი?“ | Marca-ს შეკითხვა კარლოს ალკარასს
„მე, ილია თუ ნადალი?“ | Marca-ს შეკითხვა კარლოს ალკარასს