ტომას ტუხელი
Aa
Aa

ბაიერნი და ტუხელი შეთანხმდნენ | სეზონის ბოლო გაუშვებენ

მიუნხენის „ბაიერნს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ავტორიტეტული გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ტომას ტუხელი „რეკორდმაისტერის“ თავკაცის პოსტს სეზონის ბოლოს დატოვებს და ეს ოფიციალურადაც დადასტურდა.

როგორც პლეტენბერგი წერს, კლუბის ხელმძღვანელებსა და ტუხელს შორის შეხვედრა გაიმართა და მხარეებმა საერთო ენა გამონახეს. მათ თანამშრომლობის გაწყვეტა გადაწყვიტეს და ეს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება.

გერმანულ პრესაში „ბაიერნს“ რამდენიმე სპეციალისტს უკავშირებენ. ყველაზე ხშირად ჩაბი ალონსოს კანდიდატურას ახსენებენ, რომელიც „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელია, თუმცა, ბოლო დღეებში, ანტონიო კონტეს ვარიანტმაც გაიჟღერა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ზედიზედ 3 თამაში წააგო და „ლევერკუზენთან“, „ლაციოსთან“ და „ბოხუმთან“ დამარცხდა. „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს და „ლევერკუზენს“ 8 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“ | ევლოევის პასუხი ილიას
„შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“ | ევლოევის პასუხი ილიას