ბარსელონა, ნაპოლი, ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

გიუნდოგანი: “რეალისტი ვარ, ჩემპიონთა ლიგის მოგება რთული იქნება“

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონა“ „ნაპოლის“ ესტუმრება. მატჩის წინ, ილქაი გიუნდოგანმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

რა თქვა გიუნდოგანმა?

„ჩემპიონთა ლიგა რთული ტურნირია. აქ არიან სხვა გუნდები, რომლებსაც ჩვენზე მეტი შანსი და გამოცდილება აქვთ, მაგრამ, თუ მეოთხედფინალში გავალთ, სპეციალურ ზონაში მოვხვდებით. რეალისტი ვარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ ტურნირის მოგება აბსოლუტურად ყველასთვის რთულია.

ჩავის გადაწყვეტილებით გაკვირვებული დავრჩი. არ ველოდი, რომ წასვლას გადაწყვეტდა. ვისურვებდი, რომ მისთვის გაცილებით გამეკეთებინა. ის დიდებული ადამიანია. ჰანსი ფლიკის დანიშვნა? ჰანსი კარგი მწვრთნელია და საინტერესო გამოცდილება იქნებოდა.“

შეგახსენებთ, რომ თურქული ფესვების მქონე გერმანელი კატალონიურ გრანდს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად გიუნდოგანმა „ბარსელონას“ მაისური 36-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა შემთხვევაში დატოვებს ვალენსიას | Relevo მამარდაშვილის მომავალზე წერს
რა შემთხვევაში დატოვებს ვალენსიას | Relevo მამარდაშვილის მომავალზე წერს