რეალი, პსჟ
Aa
Aa

BBC: მბაპე მადრიდის რეალს შეუთანხმდა

კილიან მბაპეს საგა დასასრულს უახლოვდება. გუშინ ესპანურმა გამოცემა MARCA-მ დაწერა, რომ ფრანგმა სუპერვარსკვლავმა მადრიდის „რეალთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დღეს კი ავტორიტეტული გამოცემა BBC იუწყება, რომ კილიანსა და „რეალს“ შორის შეთანხმება შედგა. ზაფხულში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი „სამეფო კლუბს“ სრულიად უფასოდ შეუერთდება.

წყაროს ცნობით, 13 თებერვალს მბაპემ ნასერ ალ-ხელაიფის განუცხადა, რომ „პარი სენ ჟერმენიდან“ აბარგებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ფრანგი შემტევი ტრანსფერში ბონუსის სახით 128 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მისი ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, მბაპემ დღემდე „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 291-ჯერ მოირგო, 244 გოლი გაიტანა და 105 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მინდა, რომ დავთარსო“ - კვერკველია ხვიჩას ბარსელონაში ტრანსფერზე
„არ მინდა, რომ დავთარსო“ - კვერკველია ხვიჩას ბარსელონაში ტრანსფერზე