ხვიჩა კვარაცხელია, მასიმო ამბროზინი
Aa
Aa

„კვარაზე ბევრი იქნება დამოკიდებული“ - ამბროზინი ნაპოლი-ბარსას მატჩზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, მასიმო ამბროზინიმ Il Mattino-სთან „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებაზე ისაუბრა განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ წარმატება ხვიჩას კარგ თამაშზე იქნება დამოკიდებული.

რას ამბობს ამბროზინი:

ამ სეზონში, „ბარსელონას“ პრობლემები აქვს და „ნაპოლის“ შეუძლია ამ პრობლემების გამოყენება. გუნდს კატალონიელთა დასამაცრხებლად ყველაფერი აქვს. „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ ერთი საერთო ფაქტორი აქვთ. ისინი ეყრდნობიან სიამაყეს და ასევე, მშიერი ახალგაზრდებისა და თავდამკვიდრებული ტალანტების ნაზავს.

ვის ვენდობი ყველაზე მეტად? კვარას. მას შინაგადან ყველასგან განსხვავებული თვისება აქვს. აქვს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფიზიკური თვისებები. ბოლო რამდენიმე თამაშში ცდილობს, რომ გუნდის ლიდერი იყოს. შესაძლოა, მან გარკვეული სიტუაციების მართვა უნდა ისწავლოს, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით, ის განსაკუთრებულ საქმეს აკეთებს. მას ლიდერობისთვის შესაბამისი ხარისხი და სწორი ამბიცია აქვს. იცის, როგორ უნდა გახდეს გუნდისთვის სასარგებლო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ნაპოლის“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება 21 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება. „პარტენოპეი“ მასპინძლის რანგში იქნება და „ბლაუგრანასთან“ შეხვედრაში გუნდს ფრანჩესკო კალცონა გაუძღვება, რომელმაც ვალტერ მაცარი ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისმა ვალტერ მაცარი გაათავისუფლა
დე ლაურენტისმა ვალტერ მაცარი გაათავისუფლა